სენაკის N7 სკოლის მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის შესახებ საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს
22-09-2023
სენაკის N7 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან აქტივობაში ხშირად ერთვებიან. 

გამონაკლისი არც პროექტი - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ ყოფილა, რომელიც აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ბუნებრივი გარემოს, ტრადიციებისა და თანამედროვეობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა. მასში საზოგადოებრივი კათედრის წევრები - ჟანა ბარამია, ირმა კორძახია და ბიძინა ტაბაღუა; ქართულის ენის კათედრის წევრები - მირანდა ცქიტიშვილი, ია მიქიაშვილი დალი ტყებუჩავა და ნონა ხვითარია; ესთეტიკის კათედრის წარმომადგენლები - მზია ბარქაია, ლიკა ნარსია და მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში ამბობენ, პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა შემდეგი ნამუშევრები შექმნეს:

  1. საინფორმაციო ბუკლეტები როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული სახით:
  • აფხაზური ტრადიციების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია - ნინო ადამია, IX კლასის მოსწავლე;
  • კულტურის ძეგლები აფხაზეთში - ბარბარე ჭყონია, IX კლასის მოსწავლე;
  1. ესსე
  • „ შენ სულ აფხაზობ , რაც არსებობს ეს საქართველო...“ - სანაია ლიზი, X კლასის მოსწავლე;
  1. კონკრეტული ადგილის ამბავი
  • სოფელ კომანის ისტორია - ნინო ადამია, IX კლასის მოსწავლე;
  1. ვიდეორგოლი, რომელშიც შემდეგი ინფორმაციაა წარმოდგენილი:
  • აფხაზეთის ტურისტული მარშუტი - გეოგრაფიული მდებარეობა, ლანდშაფტი, ჰიდროგრაფიული ქსელი, ბუნებრივი ძეგლები - ლიზი ქავთარაძე, IX კლასის მოსწავლე;
  • აფხაზეთში არსებული კულტურული ძეგლები - შენობა-ნაგებობების როგორც წარსულის ისტორია, ასევე თანამედროვე მდგომარეობა - ბარბარე ჭყონია, IX კლასის მოსწავლე;
  • აფხაზური ტრადიციები, რომელშიც პარალელია გავლებული ქართულ ტრადიციებთან - ნინო ადამია, IX კლასის მოსწავლე
  • აფხაზური სამზარეულო - მართა ჩიქობავა VII კლასის მოსწავლე, ლიზი კარანაია VII კლასის მოსწავლე;
  • მხატვრულ - ლიტერატურული კომპოზიცია: 
    • საბა სიგუა, XI კლასის მოსწავლე;
    • ლიზი კარანაია, VII კლასის მოსწავლე;
    • გაბრიელ ადამია, I კლასის მოსწავლე;
    • ნინო ადამია, IX კლასის მოსწავლე.
მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საინტერესო და მრავალფეროვანი რესურსები მოამზადეს, რისთვისაც დრო და ენერგია არ დაიშურეს.

იხილეთ ვიდეო, ფოტოები და ტექსტური მასალა ბმულზე:

ბმული 
ბმული


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203