ქედქედის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა
22-09-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლაში ახალი, 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა მოტივაციასა და საზეიმო განწყობაზე იზრუნეს და ბავშვებს სადღესასწაულოდ მორთული სკოლა და საკლასო ოთახები დაახვედრეს. 

სწავლის პირველი დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის, მათ დირექტორი გენადი შაკიკაძე და პედაგოგები დიდი სიხარულით შეეგებნენ და ცოდნის ტაძარში პირველი ნაბიჯები დაულოცეს. 

სკოლის დირექტორი გენადი შაკიკაძე სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.

„გილოცავთ, ყველა მშობელსა და მოსწავლეს ახალი სასწავლო წლის დაწყებას! საქართველოს მომავალი ახალი თაობის ხელშია“,- აღნიშნავს დირექტორი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203