„გულითადად გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას“ - მარნეულის N6 სკოლაში სასწავლო პროცესის განახლება აღინიშნა
19-09-2023
მარნეულის N6 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობითა და დიდი მიზნებით დაიწო. 

სკოლის ადმინისტრაცია მონატრებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს დიდი სიყვარული შეეგება, მათ ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წინსვლა უსურვა. 

მოსწავლეებსა და პედაგოგებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა სკოლის დირექტორმა - მურად მაისურაძემ და პირველკლასელებს სკოლაში შებრძანება მიულოცა. 

„დღეიდან იწყება ახალი 2023-2024 სასწავლო წელი, ცოდნის, ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის პროცესი. მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და სასკოლო საზოგადოებას გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი“-  აღნიშნა მურად მაისურაძემ.

იხილეთ ფოტოები:  
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203