„ჩვენ ვაშენებთ ქვეყნის მომავალს, წარმატებას გისურვებთ ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში“- ბათუმის N4 სკოლის დირექტორის მიმართვა მასწავლებლებს
19-09-2023

ბათუმის N4 საჯარო სკოლის დირექტორმა - მანანა თავართქილაძემ პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ წარმატება უსურვა. 

როგორც დირექტორი აღნიშნავს,  საქმე, რომელსაც პედაგოგები ემსახურებიან, მეტად საპასუხისმგებლო და დასაფასებელია. 

„კოლეგებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას...კარგად იცით, რა რთულია და იმავდროულად რა საყვარელი ჩვენი პროფესია... ერისთვის, ქვეყნისთვის ყველაზე სუფთა, ფაქიზ და სათაყვანებელ ადამიანებთან გვაქვს ურთიერთობა, ისინი გვენდობიან... ჩვენ მათ სულსა და გულში ვაღწევთ და მთელი პასუხისმგებლობით ვცდილობთ მის გასუფთავებას, გახალისებასა და განვითარებას...

ჩვენ ვაშენებთ ქვეყნის მომავალს... წარმატებებს გისურვებთ ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში...

გიყვარდეთ, რათა უყვარდეთ... სიყვარულია სიკეთის, წარმატების და ბედნიერი მომავლის სათავე... და ამ სათავეში ვდგავართ ჩვენ სითბოთი, სიყვარულით და ცოდნით აღჭურვილები...

წარმატებები...!“, - წერს სკოლის დირექტორი მანანა თავართქილაძე. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203