საზეიმო პირველი ზარი ხუნევის საჯარო სკოლაში
19-09-2023
15 სექტემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა.

სკოლაში მისულ მოსწავლეებს დირექციამ და პედაგოგებმა საზეიმოდ მორთული სასწავლო სივრცე დაახვედრეს და მათ ამაღლებულ განწყობასა და სასწავლო მოტივაციაზე იზრუნეს. მოსწავლეები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩაერთნენ და სწავლა დიდი შემართებით დაიწყეს. 

სკოლაში მისვლა განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის, მათ კუთვნილი სახელმძღვანელოები და ბუკები საზეიმოდ გადაეცათ. 

სასკოლო საზოგადოებამ სასწავლო პროცესის განახლება ერთად იზეიმა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203