უბისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლის პირველ დღეს საზეიმოდ დასაჩუქრდნენ
19-09-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის განახლებას მომზადებული შეხვდა. 

სკოლაში 15 სექტემბერს მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა ბავშვებს საზეიმოდ მორთული სასწავლო სივრცე დაახვედრეს, მოწაფეებს სწავლის პირველი დღე გაულამაზეს. 

პირველი სასწავლო დღე განსაკუთრებით ემოციური იყო პირველკლასელებისთვის, მათ კუთვნილი ბუკები და სახელმძღვანელოები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. 

სკოლას სწავლის დაწყება მიულოცა და საჩუქრები გადასცა ხარაგაულის საკრებულოს თავჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ.

სკოლაში საპატიო სტუმარს ყურადღებისთვის მადლობას უხდიან. 

„უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის. გისურვებთ წარმატებებს. გვიყვარხართ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203