„ვამაყობთ, რომ გვენდობით“- სარგვეშის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულით, ხალისით შეაღეს და სწავლას მონდომებით შეუდგნენ. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
„სკოლის დირექცია ულოცავს სასწავლო წლის დაწყებას ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს! ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით, ვამაყობთ იმით, რომ ჩვენ გვენდობით. გაგვმერთლებინოს თქვენი იმედები! კვლავაც წარმატებული წელი ჰქონოდეს ჩვენს სკოლას! გილოცავთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: