ჭახათის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა
19-09-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.

სკოლის დირექტორმა, დარეჯან მახარაძემ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ისაუბრა გასული სასწავლო წლის მიღწევებსა და მომავალ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც სკოლას მიზნად აქვს დასახული.

სასიხარულო და საამაყოა გასული სასწავლო წლის სკოლის 3 კურსდამთავრებულის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა სასურველ სპეციალობებზე.

სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს შრომისმოყვარეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შედეგს მხოლოდ კარგი სწავლით, მიზანდასახულობითა და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით შეძლებენ.

ღონისძიების დასასრულს სკოლის წარჩინებული მოსწავლეები დირექტორმა ქების სიგელებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203