„ვიწყებთ დიდი შემართებით“- საღანძილის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის განახლება აღნიშნეს
19-09-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში, წარმატებით, დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ხალისით შეაღეს და სწავლას მონდომებით შეუდგნენ. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

სასკოლო საზოგადოება სასწავლო წლის დაწყებას ყველას ულოცავს. 

„ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წინსვლასა და წარმატებებს. მიუხედავად სირთულეებისა, ვიწყებთ დიდი შემართებით და იმედით, მადლობა ყველას თანადგომისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203