ქვემო მახოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2022-2023 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა
19-09-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წელი მოსწავლეთა ჟრიამულითა და ამაღლებული განწყობით დაიწყო. 

სკოლის ადმინისტრაცია მონატრებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შთამბეჭდავი ღონისძიებით შეეგება, პედაგოგებმა კი, ბავშვებს მარავალფეროვნად მორთულ საკლასო ოთახებში უმასპინძლეს.  

სკოლის დირექტორმა - ქიშვარდ გორგოშაძემ მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცა ახალი სასწავლო წლის დაწყება და მათ წინსვლა უსურვა. 

„წარმატებულ, ნაყოფიერ და ბედნიერ სასწავლო წელს ვუსურვებთ თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობლებს. განსაკუთრებით კი - პირველკლასელებს, რომლებისთვისაც დაირეკა პირველი ზარი.

უდიდესი წარმატება ჩვენს პატარებს“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203