ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა ნიჭიერი და წარჩინებული მოსწავლეებით გამოირჩევა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 2022-2023 სასწავლო წლის სკოლის კურსდამთავრებული მედალოსნები საზეიმოდ დააჯილდოვა, რომელთა შორის იყო ჩხორიის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული - ანრი ხარებავა.
სკოლა ულოცავს ანრის ამ მნიშვნელოვან დღეს და უსურვებს გაემართლებინოს ის იმედები, რასაც ქვეყანა, სკოლა და მშობლები მასზე ამყარებენ.
„გვჯერა, რომ ანრი კიდევ ბევრჯერ ასახელებს მშობლიურ სკოლას საკუთარი მიღწევებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: