მარაბდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა 
19-09-2023
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი ხალისიანად და შემართებით დაიწყო.

პედაგოგებმა პირველკლასელებს ლამაზად მორთულ გარემოში უმასპინძლეს. მათ სადღესასწაულო ვითარებაში ბავშვებს ბუკები გადასცეს, წარჩინებულ მოსწავლეებს კი სიგელები. ამან მოსწავლეებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

დირექცია და პედაგოგები ყველა მოსწავლეს უსურვებენ წარმატებულ სასწავლო წელს.

„ყველა მასწავლებელს, მოსწავლეს ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და ვუსურვებთ, რომ ეს სასწავლო წელი იყოს მათთვის სიახლეებით სავსე და ნაყოფიერი“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203