„სკოლა სრულ მზადყოფნაშია 1230 მოსწავლის ხარისხიანი სწავლებისთვის“ - თბილისის N103 სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა
19-09-2023

თბილისის N103 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას მომზადებული შეხვდა. სკოლაში მისულ 1230 მოსწავლეს მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემო და მზრუნველი მასწავლებელები დახვდა. 

სკოლაში 15 სექტემბერს მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა ბავშვებს საზეიმოდ მორთული სასწავლო სივრცე დაახვედრეს, ბავშვებს სწავლის პირველი დღე დღესასწაულად უქციეს და მათ დაუვიწყარი ემოციები და მოგონებები აჩუქეს. 

სკოლაში მისვლა განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის, მათ კუთვნილი ბუკები და სახელმძღვანელოები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს და მათ ინტერესებზე ზრუნავს. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სწავლის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავენ. 

„გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას! სკოლა სრულ მზადყოფნაშია 1230 მოსწავლის ხარისხიანი სწავლისა და აღზრდისათვის.
გილოცავთ! გილოცავთ! გილოცავთ!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203