სახალისო აქტივობებით დატვირთული დღე და საჩუქარი პირველკლასელებს - სენაკის N1 სკოლაში მისულ პატარებს დამრიგებელმა განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო
19-09-2023

გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის, რომელთაც სკოლის კარი პირველად შეაღეს. დირექციამ და პედაგოგებმა მათ მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე იზრუნეს და ყველაზე პატარებს საზეიმოდ მორთული გარემო დაახვედრეს. 

სახალისო აქტივობებით დატვირთული დღე ჰქონდათ 1-ელი გ კლასის მოსწავლეებს. დამრიგებელმა - ნონა ფარულავამ პატარებს სამახსოვრო ბარათები და მცირედი საჩუქრები გადასცა და სწავლის დაწყების პირველი დღე დღესასწაულად უქცია. 

„დადგა ნანატრი დღე პირველკლასელებისთვის. პირველად აიარეს ცოდნის ტაძრის საფეხურები და პირველად შეაღეს სკოლის კარი. საინტერესო, ლამაზი გარემო დახვდათ“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203