სადღესასწაულო პირველი ზარი ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში - მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი სიხარულით განაახლეს
18-09-2023
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ. თავის მხრივ, სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სკოლაში განსაკუთრებული სიყვარულით პირველკლასელები მიიღეს, მათ კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები გადაეცათ.

„15 სექტემბერს ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში კვლავ გაისმა ცოდნის დღის აღმნიშვნელი ზარები. სადღესასწაულო ზარი - ახალი მიზნებისა და მოლოდინების დასაწყისია.  ყველას ვუსურვებთ ახალი სასწავლო წელი იყოს პროდუქტიული და ცოდნით სავსე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203