წყაროსთავის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა 
18-09-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა. 

პედაგოგებმა საკლასო ოთახები სადღესასწაულოდ - ბუშტებითა და დეკორაციებით მორთეს, რამაც ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა. 

„ბავშვებმა ახალი იმედებით, მოლოდინებით, ანთებული თვალებით შემოაბიჯეს სკოლაში, გულისფანცქალით ელოდნენ, რა იქნებოდა, როგორ მიუსხდებოდნენ მერხებს, რას ეტყოდათ მასწავლებელი. ძალიან მინდა, თქვენი იმედები გამართლდეს, საუკეთესოზე საუკეთესოები იყოთ! მე მჯერა თქვენი ნიჭიერების და წარმატების!“, - აღნიშნავს დირექტორი მაია ნადირაძე.

დირექტორი და პედაგოგები ყველა მოსწავლეს წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203