საპრასიის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა 
18-09-2023
შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

ბავშვები არდადეგებიდან მოტივირებულები დაბრუნდნენ. მასწავლებლები კი მოსწავლეებს დიდი ზარ-ზეიმითა და ენთუზიაზმით შეეგებნენ. მათ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ეს დღე ერთმანეთს გაულამაზეს.

პედაგოგებმა და დირექციამ ბავშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203