აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები უნივერსიტეტებში წარმატებით ჩაირიცხნენ
07-09-2023

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას, მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ წარმატებულ კურსდამთავრებულთა შორის არიან აბიტურიენტები, რომლებიც საოცნებო პროფესიებს, 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით, დაეუფლებიან.

სკოლა დიდი სიამაყით გვაცნობს წარმატებულ კურსდამთავრებულებს:

ლიზა თამაზოღლი - სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა და 50%-იანი გრანტი მოიპოვა;

გიორგი სილაგაძე - ასევე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით;

თამარ კალანდია - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა;

ილია კაკაჩია - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას;

მარიამ ქობულია - თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტში დაეუფლება სასურველ პროფესიას;

ელენე ომიაძე - საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა;

ანა ქობულია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლის;

მათე აბრალავა -  შავი ზღვის უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას.

მირიან ჩიქოვანი კი - ერევანში, ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დაეუფლება სასურველ პროფესიას.

სკოლა დიდი სიყვარულით ულოცავს კურსდამთავრებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას და წარმატებულ სტუდენტობას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203