მურჯახეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს  
02-06-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველი კლასიდან აქტიურად ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. 

შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. ამჯერად, პირველი კლასის მოსწავლეებმა საგანში - ქართული, როგორც მეორე ენა ანბანის „გაცილება“ მოაწყვეს. ისინი აქტივობაში მასწავლებელ რუსუდან გალოიანის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ.

იხილეთ ვიდეოები და ფოტო:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203