მანავის საჯარო სკოლაში მათემატიკური ვიქტორინა გაიმართა
02-06-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღეს, მოსწავლეთა მათემატიკით დაინტერესებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა.

ვიქტორინა II ( დამრიგებელი მაკა რცხილაძე) და VII კლასების (დამრიგებელი - ნანა ბარბაქაძე) მოსწავლეებთან გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნულ დღეს მოსწავლეები მაღალი ჩართულობითა და გუნდურობით გამოირჩეოდნენ.

მათ შესაძლებლობები და ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს.

ვიქტორინაში გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები. მასში მონაწილეებს კი სერტიფიკატები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სკოლა ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203