გოგაშენის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს შემეცნებითი და სახალისო აქტივობები მიეძღვნა  
02-06-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი და სახალისო აქტივობები გაიმართა.

მოსწავლეები ჯერ სკოლის ბიბლიოთეკაში იმყოფებოდნენ, სადაც სხვადასხვა მხატვრულ ლიტერატურას, ასევე ბავშვთა უფლებების კონვენციას გაეცნენ, ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შემეცნებითი შეხვედრის შემდეგ მოსწავლეებმა, სკოლის ეზოში სახალისო, სპორტული აქტივობა ჩაატარეს და ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშში შეეჯიბრნენ.

მოსწავლეებისთვის აქტივობები შემეცნებითი, სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, მათ ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე ერთმანეთს დიდი სიყვარულით მიულოცეს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203