ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამხატვრო კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დასაჩუქრდნენ 
02-06-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის 30 მოსწავლე სამხატვრო კონკურსში მონაწილებდა.

კონკურსი, რომლის თემა - „მე და სუფთა გარემო“, გახლდათ „აისუ ახალქალაქი ჰესის“, ორგანიზებით მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ 30 მონაწილე მოსწავლიდან 6 სიგელებითა და Samsung A8 პლანშეტებით დაჯილდოვდა.

კონკურსში პირველი ადგილი მელსიკ მკოიანმა და ანჟელა მაკარიანმა დაიმსახურეს, მეორე ადგილზე მარიამ იუზბაშიანი და ემმა სარკისიანი გავიდნენ, მესამე ადგილი წილად სვეტლანა პაროიანსა და სლავიკ პაროიანს ხვდა.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების ცერემონიაზე, სამცხე - ჯავახეთის რწმუნებული, პარლამენტის დეპუტატი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, მერი, რესურსცენტრის უფროსი და კონკურსის ორგანიზატორი ნუგზარ ჭეიშვილი იყვნენ მიწვეულნი.

გამარჯვებულებს პრიზები მოწვეულ სტუმრებთან ერთად გადაეცათ.

დირექტორ ნვერ მინასიანი და პედაგოგები ულოცავენ მონაწილეებს და სამომავლოდ მეტ წარმატებას უსურვებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203