დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად აღნიშნა
02-06-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისის N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

მასში მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ. ისინი სხვადასხვა მუსიკალურ, სპორტულ და სახელოვნებო აქტივობებში მონაწილეობდნენ. სადღესასწაული განწყობას საზეიმოდ მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. 

მოსწავლეებმა დრო ძალიან სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გაატარეს. 

„სკოლა ულოცავს ყველა ბავშვს დედამიწაზე ამ დღეს და უსურვებს ბედნიერ ბავშვობას და მომავალს“,- ვკითხულობთ მისალოც ტექსტში.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203