English Book Education-ის დაუვიწყარი ბრიტანული საზაფხულო სკოლა 2023
31-05-2023
English Book Education-ის ბრიტანული საზაფხულო სკოლის დღეები გაწერილია და მორგებულია თანამედროვე უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორებიცაა: კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, კოლაბორაცია, კრეატიულობა, კომუნიკაცია და სხვა. პროცესი მიმდინარეობს მხოლოდ ინგლისურ ენაზე, სადაც ბრიტანელი ან/და ამერიკელი მასწავლებლები კვირის დღეებში მოსწავლეებს ჩაუტარებენ საინტერესო და პროექტულ სემინარებს, რომლებიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: ლიტერატურა, მეცნიერება, შერლოკ ჰოლმსის დღე, ინტელექტუალური შეჯიბრი და ა.შ. თუმცა შაბათ-კვირას განტვირთვის მიზნით ბავშვები კლუბებში ერთვებიან, სადაც ისინი ივითარებენ 21 საუკუნის საჭირო უნარ-ჩვევებს. 

ფეხბურთისა და კალათბურთის კლუბები ყველაზე მოთხოვნადი და სახალისოა გამოკითხული ბავშვების თქმით, ისინი სწავლობენ თუ როგორ ითამაშონ ეს სპორტი სწორად, აყალიბებენ გუნდებს, რომ საბოლოოდ ბრიტანული საზაფხულო სკოლისა და ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში-ს კოლაბორაციის შედეგად ჩატარებულ ჩემპიონატში მიიღონ მონაწილეობა, სადაც გამარჯვებული გუნდს გადაეცემა თასი.

ხელოვნების კლუბში ბავშვები სწავლობენ სხვადასხვა დარგებს და განივითარებენ ხატვისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რის შედეგადაც საბოლოოდ მოეწყობა მათი ნამუშევრების გამოფენა.

რაც შეეხება მუსიკის კლუბს, ამ პროექტის ფარგლებში ჩვენთან იქნება ბენდი, სადაც თითოეულ ბავშვს შეუძლია გამოცადოს საკუთარი თავი ინსტრუმენტზე, თუ უკვე იცის დაკვრა ან სურვილის შემთხვევაში დაიწყებს მის სწავლას.

რაოდენობა შეზღუდულია და დარჩენილია მხოლოდ ბოლო 5 ადგილი, გთხოვთ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203