საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს - „ეტალონი“ გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს!
26-05-2023
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 

წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღებიდან 105 წელი გავიდა. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. სამი წლის თავზე, 1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა. ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დამყარდა.

ჩვენს ქვეყანას თავისუფლების ხელმეორედ მოსაპოვებლად 70 წელი დასჭირდა. 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი ძალაში 1991 წლის 9 აპრილს შევიდა. სწორედ ამ დღიდან მოყოლებული აღნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 

Etaloni.ge გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!

ასევე იხილეთ: როგორ აღინიშნება 26 მაისი თბილისსა და რეგიონებში - იხილეთ საზეიმო პროგრამა

1918 წელი, 26 მაისი, საღამოს 5 საათი და დამოუკიდებლობის აქტის მიღება
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203