კალოთის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
25-05-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაზე, რომლის ხელმძღვანელი ნაირა ბოლქვაძე იყო, მოსწავლეები 26 მაისის მნიშვნელობას უკეთ გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

მათ ამ ისტორიული დღის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მიიღეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან ,სკოლის დირექტორმა - შორენა მამულაძემ ბავშვებს საქართველოს დამოუკიდლობის დღე მიულოცა. ამასთანავე, პირველკლასელს - საბა მამულაძეს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და ქარმატებები უსურვა.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს თბილისში ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203