„მადლობა შენდა, დიდო იაკობ“ - ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს
25-05-2023

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

პატარებმა „ცოდნის ტაძაში“ გატარებული პირველი წელი ღონისძიებით - „მადლობა შენდა, დიდო იაკობ“ შეაჯამეს.

მოსწავლეებმა, ღონისძიებაზე ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.  „33 მზის სხივი - ჩვენი ანბანი“ - ასე გავაცილეთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პატარები არდადეგებზე მე-4 კლასელებმა გააცილეს, რომლებიც, წელს 1-ელ მასწავლებელს დიდი სიყვარულით ემშვიდობებიან.

ღონისძიება საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

„წარმატებები ჩემო ბარტყებო ცხოვრების ყველა საფეხურზე“, - აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი ლალი მურადაშვილი, რომელიც მოსწავლეებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203