ფერმის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლის - მედინა ბაირამოვას წარმატება ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
25-05-2023
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, თავი VIII კლასის მოსწავლე მედინა ბაირამოვა გამოიჩინა, მან დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპზე 65 ქულა დააგროვა.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მრავალი წელია, რაც მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს. 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის კონკურსები კი ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

ინტელექტუალურ შეჯიბრში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ერთვებიან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203