სოფიო გორგოძემ წამყვანობისა და მენტორობის გამოცდის შესახებ ისაუბრა
25-05-2023

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს სოფიო გორგოძეს განათლების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს, რომელმაც ცენტრის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

მან ყურადღება გაამახვილა მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდაზე, რომელზე რეგისტრაციის გამოცხადებასაც წამყვანობისა და მენტორობის სტატუსის მსურველები ელიან.

„რაც შეეხება პროფესიული უნარების გამოცდას, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებისთვის, ეს ტესტირება შარშან დავიწყეთ და მაშინ ჩატარდა პირველად. წელს რეგისტრაცია ჯერ არ არის გამოცხადებულა. განათლების სამინისტროში მუშაობს ჯგუფი პროფესიულ გამოცდებთან დაკავშირებით და ველით გადაწყვეტილებას და შემდეგ, გავავრცელებთ ამ ინფორმაციას“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203