საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 22 მაისიდან იწყება - ვის მიენიჭება პრიორიტეტი
19-05-2023
ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საბავშვო ბაღების გაერთიანებაში შემავალ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 22 მაისიდან დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება -  ინფორმაციას ხაშურის ბაღების გაერთიანება ავრცელებს.

მშობლებმა ბაღებში ბავშვის ჩასარიცხად შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ:

1. მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება საბავშვო ბაღში მიღების თაობაზე (მშობლის ან მეურვის პირადობის მოწმობის ასლებით);
2. ბავშვბის დაბადების მოწმობის ასლი;
3. ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა ფორმა N100;
4. ორი ფოტოსურათი (3X4);
5. სოციალურად დაუცველის ან დევნილის მოწმობა (არსებობის შემთხვევაში)
6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა N100 და სამედიცინო დაწესებულებებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაღში მიღების თაობაზე.

საბავშვო ბაღში აღსაზღრდელთა ჩარიცხვის დროს პრიორიტეტი მიენიჭება:

1. ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე;
2. საბავშვო ბაღის თანამშრომლის შვილებს;
3. დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს;
4. ერთი ოჯახიშვილის დედმამიშვილებს;
5.ოჯახებს, რომელბიც არ ცხოვრობენ მაგრამ მუშაობენ საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203