ძირკვაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუვიწყარი სიურპრიზი დედებს
27-03-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძირკვაძეების საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება.

გამონაკლისი არც გაზაფხულის პირველი დღესასწაული - დედის დღე ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით, II-IV კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნადიე ქამადაძის ხელმძღვანელობით, მისალოცი ბარათები დაამზადეს. მათ საყვარელ დედებს სიურპრიზო მოუწვეს, რითაც ძალიან გაახარეს. 

პატარებმა მისალოცი ბარათების საშუალებით, გრძნობები და ემოციები გამოხატეს, მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამსახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

„მარტი გაზაფხულის პირველი თვეა. ბუნების გამოღვიძების, განახლების, აღდგენის, ახალი სიცოცხლის დასაწყისის.
ამიტომაც ეს თვე ქალებს მიუძღვნეს. ქალი ხომ ახალი სიცოცხლის დასაბამია.
„ერთი რომ კვდება, მის ადგილას სხვა იბადება. დიდი სიცოცხლე ასე გრძელდება.“
ჰოდა, ამ დიდი სიცოცხლის გამგრძელებლებმა, საყვარელ დედიკოებს სიურპრიზი მოუმზადეს.
ყველა ქალს გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს, ნადიე მასწავლებელს და მის II-IV კლასის მოსწავლეებს კი წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203