კურიკულუმის ჩარჩოს შემუშავებისა და შევსების გზამკვლევი შეიქმნება - ინფორმაცია ბაღებისთვის
27-03-2023
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს - JICA ტექნიკური დახმარებით, გაიმართა შეხვედრა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების კურიკულუმის ჩარჩოს“ პროექტის განხილვის მიზნით.

შეხვედრა ორ სესიად წარიმართა, სადაც განიხილეს როგორც საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება და საკანონმდებლო რეგულაციები, ასევე, თავად კურიკულუმის ჩარჩოს პროექტი.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტით მოითხოვება დეკლარირებული კურიკულუმის/კურიკულუმის ჩარჩოს წარდგენა. შესაბამისად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ხელშემწყობი პროექტების ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და World Vision International-ის ფინანსური მხარდაჭერით, დაიგეგმა და განხორციელდა კურიკულუმის ჩარჩოს შემუშავებისა და ჩარჩოს შევსების გზამკვლევის შექმნის პროექტი.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც პრაქტიკულობის თვალსაზრისით განიხილეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა, საბავშვო ბაღების პრაქტიკოსებმა და სფეროს ექსპერტებმა.

შეხვედრის დასასრულს შეთანხმდა მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის კურიკულუმის ჩარჩოს ძირითადი ელემენტების ჩამონათვალი, მისი შევსების სავალდებულო ან სარეკომენდაციო ხასიათი შემუშავებული ან ჰიბრიდული კურიკულუმის შემთხვევებში და სხვა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203