ეშტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შუქნიშნის აწყობა და მუშაობის პრინციპი ისწავლეს
27-03-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო გაკვეთილი იმართება. 

ამჯერად, STEM მიმართულებით, სასკოლო ინიციატივების პროექტის ფარგლებში, გაკვეთილი, Tinkercad-ის მეშვეობით, ჩატარდა. მოსწავლეებმა შუქნიშნის აწყობა ისწავლეს, გაიგეს რა პრინციპით მუშაობს იგი და როგორ ააწყონ რეალურად. 

აქტივობებში მოსწავლეები მასწავლებელ რიპსიმე აროიანის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ, მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203