რა შეიცვალა ორ სკოლაში დასაქმებული პედაგოგებისთვის სქემაში - დეტალები
26-03-2023

მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებების მიხედვით, უკვე ცნობილია, რომ წამყვანობისა და მენტორობის მსურველი, გამოცდაჩაბარებული პედაგოგები პრაქტიკული საქმიანობით - პორტფოლიოთი შეფასდებიან; თუმცა აქვე საინტერესოა, როგორ მოხდება იმ პედაგოგთა პორტფოლიოების შეფასება, რომლებიც ორ ან მეტ სკოლაში არიან დასაქმებულები?

ამის შესახებ სქემაში განმარტებულია, რომ მის პორტფოლიოს წარადგენს სკოლის დირექტორი შესაფასებლად.

„იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების მიზნით არ წარადგენს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც ასწავლის, მასწავლებელს უფლება აქვს, ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ქმედების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, აღნიშნული ფაქტის დადგომიდან ერთი თვის ვადაში“.

რაც შეეხება საპრეტენზიო განაცხადს, დოკუმენტის თანახმად, მისი ფორმა და განხილვის წესი განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203