ჟოშხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
09-03-2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟოშხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დედის დღე და 8 მარტი ღონისძიებით აღნიშნეს.

საგაზაფხულოდ  გაფორმებულ სივრცეში, მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო აქტივობა ჩაატარეს, შეასრულეს სხვადსხვა შთამბეჭდავი ნომერი.

მუსიკის პედაგოგის  მარიკა ონიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა მუსიკალური წარმოდგენა მოაწყვეს და კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადეს ღონისძიება.

სკოლაში მოსწავლეთა განწყობის ამაღლებასა და ჰარმონიული სასწავლო გარემოს შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა, ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეთა გვერდით დგანან და ცდილობენ, მათთვის სასიამოვნო გარემო შექმნან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203