ექსკურსიები, როგორც ყოველთვიური სავალდებულო აქტივობა - ფოტოამბები იაპონიიდან, ნაწილი II
23-04-2018
ფოტოამბების სერია იაპონიიდან გრძელდება. Etaloni.ge-ს მკითხველმა იცის, რომ საგანმანათლებლო-ინოვაციური საიტის, Izrune.ge-ს წარმომადგენელი თიკი ტყეშელაშვილი, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა იაპონიაში, სადაც მოსწავლეებს შეხვდა და მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გაეცნო.

თიკიმ სპეციალურად Etaloni.ge-სთვის იაპონელი მოსწავლეების ცხოვრების საინტერესო დეტალები შეკრიბა. გთავაზობთ ფოტოამბების მეორე ნაწილს:

„სკოლის მოსწავლეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილი სახელად Omokaru Ishi, რაც ქართულად მძიმე მსუბუქ ქვას ნიშნავს.

როგორც ამიხსნეს, ამ ადგილას სურვილი უნდა ჩაიფიქრო. სურვილის ჩაფიქრების შემდეგ ორივე ხელით უნდა ასწიო ქვა. თუ ქვა იმაზე მსუბუქი აღმოჩნდება, ვიდრე წარმოგედგინა, დიდია შანსი, რომ ჩანაფიქრი აგისრულდეს. მაგრამ თუ ქვა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე გეგონა, დიდი ალბათობით, სურვილი არ აგისრულდება.

კიმმა და ეიკომ თავიანთი სურვილები გამანდეს. მათ სასწავლო წლის წარმატებით გავლა ჩაიფიქრეს და ქვაც მსუბუქად ასწიეს.

მეც მსუბუქად ავწიე ქვა. ჩემს სურვილს კი თქვენ გაგიმხელთ - მინდა, რომ საქართველოს ყველა მოსწავლეს ჰქონდეს Izrune.ge-ში ჩართვის საშუალება.

  

კიდევ ერთი ადგილი, სადაც მოსწავლეების სიმრავლე შევნიშნე, ზოოპარკი იყო. ბავშვები ზოოპარკს სასკოლო ექსკურიის ფარგლებში ესტუმრნენ. მათ ყველაზე მეტად პანდის ნახვა უნდოდათ, თუმცა ცოტა დააგვიანეს. დედა და შვილი პანდა მნახველების მიღებით გადაიღალნენ და დასვენება ესაჭიროებოდათ.

როგორც მითხრეს, იაპონიის საგანმანათლებლო სისტემაში ექსკურსიებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ექკურსიაზე წასვლა თვეში ერთხელ სავალდებულოა.“






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203