მასწავლებლობის მსურველთა დაფინანსება გაიზარდა - დეტალები
13-06-2022
უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, გრძელდება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მხარდაჭერა. ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ მასწავლებლობის მსურველ პირთა დაფინანსება 2021-2022 სასწავლო წელს 1 964 250-დან 2 250 000 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, სწავლა დაუფინანსდა მასწავლებლობის მსურველ 969 პირს 19 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერის ანგარიშშია საუბარი.
ასევე ხაზგასასმელია, რომ მზადაა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც ამოქმედდება სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები.
„2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სახელმწიფო სტიპენდია გაიცა 11 სსიპ − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 3029 წარმატებულ სტუდენტზე, ხოლო გაზაფხულის სემესტრში -− 2 755 სტუდენტზე. სახელმწიფო სტიპენდიების წლიური ბიუჯეტი შეადგენს 4 500 000 ლარს“.