საშემოდგომო გამოცდის დანიშვნა სასწავლო წლის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგაა შესაძლებელი - სკოლა ვალდებულია, მოსწავლე ანაზღაურების გარეშე მოამზადოს
08-03-2025

საშემოდგომო გამოცდა, ხშირ შემთხვევაში, აღიქმება, როგორც შემოდგომაზე, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ჩასატარებელი გამოცდა. რეალურად კი ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლებს უფლებას აძლევს, აღნიშნული გამოცდა სასწავლო წლის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ ჩაატარონ.

რა შემთხვევაში ინიშნება საშემოდგომო გამოცდა?

საშემოდგომო გამოცდა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს რომელიმე საგანში წლიური ქულა აქვს 5-ზე ნაკლები. ამ გამოცდის ჩატარების წესი და პროცედურა სასკოლო სასწავლო გეგმით უნდა იყოს განსაზღვრული.

როდის უნდა ჩატარდეს საშემოდგომო გამოცდა?

აღნიშნული გამოცდა უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დასრულებიდან არაუადრეს ორი კვირისა და მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე. საშემოდგომო გამოცდამდე მოსწავლეს უნდა მიეცეს არანაკლებ 2 კვირის ვადა მომზადებისთვის.

რა ვალდებულებები აქვს სკოლას საშემოდგომო გამოცდების ჩატარებამდე და შემდეგ?

სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს კონსულტაციები გაუწიოს იმ საგანში ან საგნებში, რომლებშიც მას დაენიშნა აღნიშნული ტიპის გამოცდა. მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას მიიღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე. სწორედ საშემოდგომო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიღებული ქულა გახდება საგნის წლიური ქულა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203