მუხაესტატეს საჯარო სკოლაში თემაზე - „ჩემი ხატია სამშობლო“ ღონისძიება ჩატარდა
04-03-2020
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მუხაესტატეს საჯარო სკოლის მე-4 კლასში თემაზე - „ჩემი ხატია სამშობლო“ ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებას კლასის ხელმძღვანელი მირანდა კობალაძე ხელმძღვანელობდა. მოსწავლეებს მუსიკალურ გაფორმებაში ეხმარებოდა პედაგოგი ნანა კონცელიძე.
„მოსწავლეებმა კარგად გადმოსცეს აკაკის ცხოვრება და მოღვაწეობა, შეასრულეს აკაკის პოეტურ ქმნილებებზე დაწერილი უკვდავი მუსიკალური ნაწარმოებები. წაიკითხეს მგოსნის ლექსები“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიებას სკოლის დირექციის წარმომადგენლები და მშობლები ესწრებოდნენ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია