ტაბახმელის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს
29-01-2020
ხულოს მუნიციპალიტეტის, ტაბახმელის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს.
ქართულ ენასა და ლიტერატურაში სტატუსი - ემინე აბულაძემ, მათემატიკაში - გივი კოჩალიძემ, რუსულ ენასა და ლიტერატურაში კი ნანა გობაძემ აიმაღლა.
კიდევ ერთი პედაგოგი, გივი გობაძე, სერთიფიცირების შედეგს ელოდება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.