ქარელის მუნიციპალიტეტის ძლევიჯვარის საჯარო სკოლაში საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა მე-4 კლასის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „გზა მომავლისაკენ“.
მოსწავლეებმა ამ წლებში ნასწავლი იგავ-არაკები წარმოადგინეს სცენარებით. ასევე წარმოადგინეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები და ასე მხიარულად გააცილეს დაწყებითი საფეხურის ოთხი კლასი.
„დიდი მადლობა კლასის ხელმძღვანელს ეკა გიუნაშვილს ღონისძიებისათვის მოსწავლეების მომზადებისათვის. მოსწავლეებს კი დიდ წარმატებებს ვუსურვებთ მომავლის გზაზე... მოუთმენლად გელოდებით ბავშვებო უკვე მეხუთე კლასში...“-ნათქვამია ძლევიჯვარის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზვანილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები