რამდენიმე წელია რაც საქართველოს სკოლებში სამხედრო საქმე ისწავლება და ზოგადი განათლების შესახებ კანონში გაწერილია, პროფესიული სტანდარტის რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი.
უფრო კონკრეტულად:
მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს; ამასთანავე, სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:
ა) სრული ზოგადი განათლება;
ბ) შესაბამისი სამხედრო განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
გარდა ამისა, „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლისათვის დაადგინოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“.