ავთანდილ დეკანოიანის სახელობის ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და ინიციატივაში მხარდაჭერილი და წახალისებულია.
ახალახან, ქუთაისის №32 სკოლის X და XI კლასის მოსწავლეები - ანასტასია ჩოგოვაძე და ანი კვერნაძე მონაწილეობდნენ ქუთაისის №14 საჯარო სკოლის მიერ ორგანიზებულ მოსწავლეთა კონფერენციაში.
კონფერენციის სამუშაო თემა იყო - „სილამაზე, მოდა და ჩაცმულობა დროის განმავლობაში“.
მოსწავლეები საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ აუდიტორიის წინაშე:
ანასტასია ჩოგოვაძის თემა გახლდათ - „The Evolution of Egyptian Clothing“;
ანი კვერნაძის კი - „The Evolution of Fashion and Clothing“.
მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი პრეზენტაციები წარადგინეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტოები: