ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ამჟამად, სკოლაში, მე-10 გ კლასის მოსწავლის - ლუკა გიორგაძის წარმატებით ხარობენ.
საქართველოს 16 წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა და ამჟამად ქ.ქუთაისის სფფ-ის აკადემიის აღსაზრდელმა ლუკა გიორგაძემ წარმატებით გაიარა შესარჩევი ეტაპი და იგი ითამაშებს ტიტულოვან ხორვატულ გუნდში სპლიტის „ჰაიდუკში“.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ, ლუკას ამ საოცარ წარმატებას და ვუსურვებთ ბედნიერ, გამარჯვებებით აღსავსე ცხოვრების გზას... გვიყვარხარ და გვეამაყები!“- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: