საბავშვო ბაღებისთვის 50 კადრი შეირჩევა - რომელი დარგის სპეციალისტებს ეხებათ მინისტრის ბრძანება
12-03-2025

განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა, ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების კვების დარგში ავტორიზაციის ექსპერტთა კონკურსი გამოაცხადა.

განათლების მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა ვადები - 2025 წლის 11 მარტიდან 2025 წლის 19 მაისის ჩათვლით; კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება, თუმცა განაცხადების მიღების ბოლო ვადა 25 მარტია, ვაკანტური ადგილების რაოდენობა კი 50-ს შეადგენს.

კვების დარგში ექსპერტის ფუნქციებია:

ა) შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა ექსპერტთა ჯგუფისთვის; ბ) შესწავლილი დოკუმენტაციის შესაბამისად შენიშვნების, მოსაზრებების და შეკითხვების მომზადება და ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან გაზიარება, ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარესთან შეთანხმებული ფორმით; გ) ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის დღის წესრიგის შედგენაში მონაწილეობა; დ) დაწესებულებაში/დაწესებულების სტატუსის მაძიებელში ვიზიტის პერიოდში, ავტორიზაციის განაცხადში ან სხვა წარმოების ფარგლებში გაკეთებულ განაცხადებში/ანგარიშში ასახული მათ კომპეტენციას მიკუთვნებული ინფორმაციის რეალობასთან და ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, შემდეგი აქტივობების განხორციელება: დ.ა) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუს ჩატარება; დ.ბ) საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა დადგენილი წესის შესაბამისად; დ.გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ძირითადი მიგნებების შესახებ ინფორმაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებისთვის გაზიარება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, დასკვნის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, დასკვნის პროექტზე დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის არგუმენტირებული პოზიციის გაცნობა და ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისთვის საკუთარი მოსაზრების წარდგენა პროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე; ზ) დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება; თ) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განხილვაში მონაწილეობა.

მინიმალური განათლება - ბაკალავრი, ხოლო სამუშაო გამოცდილება 3 წელი.

დეტალური ინფორმაცია დამატებითი მოთხოვნებისა და კონკურსის ეტაპების შესახებ იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203