2000-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს
11-03-2025

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აცხადებს კონკურსს ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის (სამმართველო) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტების პოზიციაზე იმერეთში.

კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული სავალდებულო მოთხოვნები:

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ინკლუზიური/სპეციალური განათლების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;

ბ) ინკლუზიური და სპეციალური განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, კოგნიტური, აკადემიური, ფუნქციური უნარების შეფასების არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

გ) ინკლუზიური განათლების მიმართულებით ტრენინგების ჩატარების გამოცდილება (სასურველი);

დ)  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების/მოსწავლეების მშობლებისთვის კონსულტირების გაწევის  გამოცდილება (სასურველი);

ე)  შეფასების ანგარიშების წერის გამოცდილება;

ვ) სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;

ზ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი);

თ) საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft PowerPoint, Microsoft Outlook).

შრომის ანაზღაურება: 2000 ლარი (დარიცხული)

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

დასაქმების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2

დეტალური ინფორმაცია, სააპლიკაციო ფორმა და წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203