გამონაკლისი, როდესაც მე-11 კლასის მოსწავლეები დაიშვებიან ეროვნულ გამოცდებზე - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა
06-03-2025

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.

დოკუმენტით განისაზღვრა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა გამოვლენის მიზნით, ცენტრი უფლებამოსილია რეგისტრირებულ აბიტურიენტთა სია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) კომპაქტური დისკის (CD) მეშვეობით, დაცული ფორმით გაუგზავნოს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და იმავე ფორმით მიიღოს ინფორმაცია, ირიცხებიან თუ არა სიაში მითითებული პირები საქართველოში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებად.

ცვლილების მიხედვით, საქართველოში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობას შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის დროს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეა ან ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დასრულებას ექსტერნატის ფორმით გეგმავს.

„თუ არადამამთავრებელი კლასის მოსწავლე ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დასრულებას ექსტერნატის ფორმით გეგმავს, იგი ვალდებულია ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიმართოს ცენტრს განცხადებით. პირი ვალდებულია, არსებობის შემთხვევაში, განცხადებას დაურთოს დოკუმენტი ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე.

განსაზღვრულ ვადაში პირის მიერ ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია გამოცდებზე დაშვების მიზნით პირს მოსთხოვოს ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე დოკუმენტის ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე წარმოდგენა“, - განმარტებულია  მინისტრის ბრძანებაში.

დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203