შეიცვალა თუ არა ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ფორმატი, მაქსიმალური ქულა და დრო - რა უნდა გაივალისწინონ აბიტურიენტებმა
15-02-2025

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგამოცდო კრებულები გამოქვეყნა.

საგამოცდო კრებულები ყველა საგანში 2025 წლის აბიტურიენტებისთვის

უკვე ცნობილია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამაში გარკვეული ცვლილებები შევიდა.

გთავაზობთ, საგნობრივი ჯგუფის დეტალურ განმარტებას, თუ რა ტიპის დავალებები შეხვდებათ მშობლიური ენის ტესტიტრებისას აბიტურიენტებს.

ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში არის შემდეგი ტიპის დავალებები:

I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება (შეთავაზებული ორი მხატვრული ტექსტიდან უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი და უპასუხოთ ამ ტექსტის შესახებ დასმულ არჩევითპასუხებიან კითხვებს) და წერითი დავალება (უნდა იმსჯელოთ დავალების პირობაში მოცემული საკითხის შესახებ იმ მხატვრული ტექსტის საფუძველზე, რომელიც აირჩიეთ წაკითხულის გააზრების დავალებების შესასრულებლად).

ტესტის მაქსიმალური შეფასებაა 60 ქულა, გამოცდის ხანგრძლივობაა 3 საათი.

გაითვალისწინეთ, რომ წერითი დავალების მაქსიმალური ქულაა 34; ნაშრომი, რომლის მოცულობაც 150 სიტყვას არ აღემატება, VIII, IX და X კრიტერიუმებით არ შეფასდება.

ნიმუში იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203