საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
შესაბამისად, სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე არაერთი აქტივობით აღინიშნა.
წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ პირველკლასელები (ხელმძღვანელი: ნინელი ფარჯიანი)
პატარებმა ხმამაღლა წაიკითხეს თავიანთი სურვილით შერჩეული ტექსტები. გამოხატეს საკუთარი შეხედულებები წიგნისა და ცოდნის შესახებ, თვითონვე გააფორმეს თემატური კედლის გაზეთი - „კითხვა ცოდნაა“.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები: