ქსოვრისის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების აღსანიშნავი კვირეულის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები მ
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის კვირეულის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით დაწყებითის კათედრაზე, კათედრის თავჯდომარე თამუნა ლოხიშვილის ხელმძღვანელობით ერთობლივი ღონისძიება განხორციელდა I-IV -კლასის მოსწავლეებისთვის.
აქტუვობის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას დავით აღმაშენებელზე, უყურეს ვიდეო-სიუჟეტებს, შეასრულეს ნახატები და მისწერეს წერილები დიდ მეფეს. წერილების მისაწერად მოსწავლეები დაეუფლნენ ქაღალდის დაძველების ტექნიკას, რაც ზალიან საინტერესო და მიზმიდველი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. ღონისძიებაში აქტიურად იყნენ ჩართულნი დამრიგებლებიც.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის დაწყებითი (I-IV) კლასების დამრიგებლებს; ნინო ბერიძეს; თამუნა ლოხიშვილს; ნატო კელეპტრიშვილს; ელენე ბრაჭულს;
იხილეთ ფოტოები: